ატმის ჩირი

ჩვენი ქართული ატმის დაჩირვის პროცესი ხის ტოტიდანვე კონსერვანტების, საღებავებისა და დანამატების გარეშე წარიმართება. გულის ჯანმრთელობის უზრუნველმყოფი, კალიუმით მდიდარი  ატმის ჩირი შეიცავს A, B, C, E და K ვიტამინებს. იგი ასევე მდიდარია რკინით და კალციუმით.  გარდა ჩამოთვლილისა, აღნიშნული პროდუქტი ასევე ახდენს ტვინის სტიმულირებას და ოსტეოპოროზის პრევენციას. ატმის ჩირი იფუთება კონსერვატის,  გოგირდის დიოქსიდის გარეშე, რომელიც როგორც წესი გამოიყენება ფერისა და არომატის შესანარჩუნებლად დაჩირვის პროცესში. ეს ჯანსაღი ქაშერული საკვები არ შეიცავს გლუტენს.

 

უფრო ვრცლად

ატამი მსხვილი ნაწლავის, თირკმელების, კუჭისა და ღვიძლის დეტოქსიკატორია, ვინაიდან ატამი ჩირი ხელს უწყობს ზემოთ აღნიშნული ორგანოებიდან ჭარბი ნარჩენების გამოდევნას. ატმის ჩირის ბოჭკოები ხელს უშლის მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას მსხვილი ნაწლავიდან ჭარბი ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნის გზით. ატამი ასევე მდიდარია კალიუმით, რომელიც ამცირებს თირკმლების დაავადებების და წყლულების განვითარების რისკს.

გარდა ამისა, ატმის ჩირი დამტკიცდა, რომ ებრძვის სიმსივნეს ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით. ატამის ჩირში შემავალი მჟავა ამცირებს ანთებას განსაკუთრებით ართრიტის მქონე ადამიანებში და აფერხებს დაბერების პროცესს. ჩვენი სასარგებლო პროდუქტი ერთდოულად ებრძვის ტოქსინებს, კარგია წონის დასაკლებად, გააჩნია ანტი-სიმსივნური მოქმედება, მდიდარია ანტიოქსიდანტებით, წმენდს თირკმლებს და ა.შ. 

ნაკლებად ვრცლად



Leave a comment