ბანანის ჩირი

კონსერვანტებისა და დანამატების გარეშე ცივი შრობის ტექნოლოგიით დამზადებული ბანანის ჩირი გამოირჩევა სასიამოვნო ტკბილი არომატით. ცივი შრობის ტექნოლოგიით დამზადებული ბანანის ჩირი მდიდარია უმნიშვნელოვანესი ვიტამინებითა და მინერალებით, როგორიცაა კალიუმი, კალციუმი, მანგანუმი, მაგნიუმი და რკინა;  A, C და B6 ვიტამინები. აღნიშნული ნივთიერებები ხელს უწყობენ ორგანიზმის სათანადო ფუნქციონირებას. ახალი ხილივით დაჩირულ ბანანს ასევე ახასიათებს სამკურნალო თვისებები, იგი ებრძვის ინფექციებსა და ვირუსებს. ჩირი იფუთება კონსერვატის,  გოგირდის დიოქსიდის გარეშე, რომელიც როგორც წესი გამოიყენება ფერისა და არომატის შესანარჩუნებლად დაჩირვის პროცესში. ჩვენი ჯანსაღი ქაშერული საკვები არ შეიცავს გლუტენს.

 

უფრო ვრცლად

ბანანის ჩირი შესანიშნავი ენერგეტიკული საკვებია, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. იგი შეიცავს  B6 და C ვიტამინებს, კალიუმსა და დიეტურ უჯრედისებს. ფიზიკური აქტივობის დროს, თქვენი სხეული კარგავს ბევრ ვიტამინს და მინერალებს, ხოლო ბანანის ჩირის მირთმევა დაგეხმარებათ შეივსოთ აღნიშნული ვიტამინების დანაკარგი და აღიდგინოთ ენერგია. ბანანი სხვა ხილისგან განსხვავებით შეიცავს ყველაზე მეტ ადვილად შეთვისებად ნახშირწყლებს და კალორიებს, რომლებსაც ორგანიზმი უფრო სწრაფად და ადვილად წვავს ცილისა და ცხიმებისგან განსხვავებით.

ბანანის ჩირი კარგია კუჭის აშლილობის დროს, რადგან წარმოშობს ლორწოვანას გარსს და ისეთ  უჯრედებს, რომლებიც ქმნიან ბარიერს კუჭის ლორწოვანასა და მჟავებს შორის, რაც იწვევს აშლილობას და გულძმარვას. ბანანის ჩირში არსებული კალიუმი, მაგნიუმი და ფოსფორი უზრუნველყოფენ ორგანიზმისთვის ელექტროლიტების ყოველდღიურ რეკომენდურ ოდენობას, რომლებიც ხელს უწყობენ სითხის ბალანსის შენარჩუნებას. ვიტამინი A აუმჯობესებს მხედველობას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ნაკლებად ვრცლად



Leave a comment