მარწყვის ჩირი

მხოლოდ საუკეთესო ქართული მარწყვისგან, კონსერვანტებისა და დანამატების გარეშე, დამზადებულ მარწყვის ჩირს ახასიათებს არაჩვეულებრივი მომჟავო და ტკბილი გემო. ქართული მაწყვის ჩირი, რომელიც ცოცხალ მარწყვს მოგაგონებთ, სასიამოვნო გემოს გარდა მდიდარია საჭირო ნუტრიენტებით-საკვები ნივთიერებებით. უნიკალური ტექნოლოგიით დაჩირებული მარწყვი შეიცავს ბევრ მნიშვნელოვან საკვებ  კომპონენტს, მათ შორის ვიტამინ C-ს, მინერალებს, ანტიოქსიდანტებს და წარმოადგენს საჭირო ფიტოქიმიური ნაერთების მდიდარ  წყაროს.  ჩვენს მიერ წარმოებული მარწყვის ჩირი იფუთება კონსერვატისა და გოგირდის დიოქსიდის გარეშე, რომელიც როგორც წესი გამოიყენება ფერისა და არომატის შესანარჩუნებლად დაჩირვის პროცესში. ჩვენი ჯანსაღი ქაშერული საკვები არ შეიცავს გლუტენს.

 

უფრო ვრცლად

ცივი შრობის ტექნოლოგიით წარმოებული მარწყვის ჩირი ანტიოქსიდანტების მდიდარი წყაროა, რაც ამცირებს მრავალი ქრონიკული დაავადების განვითარების რისკს, როგორიცაა სიმსივნე, ინფექციები, კარდიოვასკულური და ნევროლოგიური დაავადებები. გარდა ამისა, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ჩირში საკვები უჯრედისებისა და ფრუქტოზის შემადგენლობა საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესების გზით ხელს უწყობს  სისხლში შაქრის დონის რეგულირებას. ჩვენი პროდუქტი ასევე უხვად შეიცავს ჯანსაღ და მნიშვნელოვან ცხიმოვან მჟავებს, ვინაიდან მარწყვის თესლის ზეთი მდიდარია უჯერი ცხიმმჟავებით.

ა.შ.შ-ს ონკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი (The National Cancer Institute ) გვაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ ებრძვის მარწყვში აღმოჩენილი ანტიოქსიდანტები სიმსივნეების წარმომშობასა და წმენდს სისხლს ტოქსინებისგან. კვლევების თანახმად მარწყვის მჟავას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ღვიძლში სიმსივნის უჯრედები და შეუძლია შეაფერხოს კიბოს გამომწვევი მოლეკულების ზრდაც. სხვა კვლევების თანახმად, მარწყვი ზრდის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას ღვიძლში, მკერდსა და მსხვილ ნაწლავში. მარწყვის ანტისიმსივნური თვისებები განპირობებულია ანტიოქსიდანტების გამომუშავებადი პიგმენტით.

ნაკლებად ვრცლად



Leave a comment