ვაშლის ჩირი

ცივი შრობის ტექნოლოგიით დამზადებული ბუნებრივად ტკბილი და არომატული ვაშლის ჩირი ჯანსაღი და გემრიელი საკვებია.  ვაშლის ჩირი მდიდარია ვიტამინით C და სხვადასხვა მინერალებით. იგი შეიცავს იმუნური სისტემის გამაჯანსაღებელ ვიტამინებს, აგრეთვე სასარგებლო მინერალებს, როგორიცაა კალციუმი და რკინა. ჩვენი  ცივი შორბის ტექნოლოგიით დამზადებული ვაშლის ჩირი არ შეიცავს დანამატებს ან კონსერვანტებს. ჩირი იფუთება კონსერვატის,  გოგირდის დიოქსიდის გარეშე, რომელიც როგორც წესი გამოიყენება ფერისა და არომატის შესანარჩუნებლად დაჩირვის პროცესში. ჩვენი ჯანსაღი ქაშერული საკვები არ შეიცავს გლუტენს.

 

უფრო ვრცლად

ვაშლის ჩირი უზრუნველყოფს უჯრედისის ყოველდღიური დოზის დაახლოებით 20%-ს ორგანიზმისათვის. ვაშლის ჩირი მდიდარია როგორც ხსნადი ასევე არახსნადი უჯრედისებით. ხსნადი უჯრედისი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს და ამცირებს LDL “მავნე” ქოლესტერინის დონეს, ხოლო არახსნადი უჯრედისები ხელს უწყობენ ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი სისტემის ჩამოყალიბებას. ვაშლის ჩირი ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტების მაღალ დონეს, რაც იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან გამოწვეული დაზიანებისგან.

ვაშლის ჩირი მდიდარია ანტიოქსიდანტით  ვიტამინი C, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი იმუნური სისტემის განვითარებას. ფლავანოიდები, ვაშლში აღმოჩენილი ფიტონუტრიენტების სპეციფიკური კლასი, ამცირებს კიბოს, გულის და ალცჰეიმერის დაავადებების განვითარების რისკს. ა.შ.შ.-ს კორნელის უნივერსიტეტის (Cornell University) მკვლევართა აზრით, ვაშლის ჩირის თითქმის მთლიანი ანტიოქსიდანტური თვისება განპირობებულია მასში არსებული ფიტონუტრიენტებით.

ნაკლებად ვრცლად



Leave a comment