ლეღვის ჩირი

ცივი შრობის ტექნოლოგიით  დამზადებული ქართული ლეღვის ჩირი გამორჩეულია თავისი ტკბილი გემოთი. ლეღვი იზრდება და ჩირდება კონსერვანტების, ქიმიკატებისა, და დანამატების გარეშე. კალციუმით და რკინით მდიდარი ლეღვის ერთი ულუფა  ორგანიზმს საჭირო ნივთიერებების დღიური დოზით ამარაგებს. ჩვენს მიერ უნიკალური მეთოდით დამზადებული ლეღვის ჩირი ინარჩუნებს ცოცხალი ნაყოფის დადებით თვისებებს. საკვებ რაციონში მეტი ჩირის ჩართვა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ისეთი ქრონიკული დაავადებების რისკი, როგორიცაა გულის დაავადებები და დიაბეტი.  ჩირი იფუთება კონსერვატის,  გოგირდის დიოქსიდის გარეშე, რომელიც როგორც წესი გამოიყენება ფერისა და არომატის შესანარჩუნებლად დაჩირვის პროცესში. ჩვენი ჯანსაღი ქაშერული საკვები არ შეიცავს გლუტენს.

 

უფრო ვრცლად

კალიფორნიის ლეღვის მრჩეველთა საბჭოს (California Fig Advisory Board) თანახმად, ლეღვი შეიცავს უფრო მეტ კალციუმს, ვიდრე სხვა რომელიმე ხილი. კალციუმის სათანადო რაოდენობის მიღება ხელს უწყობს ძვლების გაჯანსაღებას და ზრდას, და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.  ლეღვის ჩირის გამოყენება უზრუნველყოფს ორგანიზმს კალიუმის დღიური დოზით და ამცირებს არტერიულ წნევას. კალიუმი არის მინერალი, რომელიც ხელს უწყობს სითხის ბალანსის შენარჩუნებას ორგანიზმში. ლეღვის ჩირი ასევე დაგეხმარებათ დაიკმაყოფილოთ რკინის მოთხოვნილება. რკინა არის ის აუცილებელი და საჭირო მინერალი, რომელიც ჟანგბადს აწვდის სისხლს.

ნაკლებად ვრცლად



Leave a comment