ქლიავის ჩირი

კონსერვანტების და დანამატების გარეშე ცივი შრობის ტექნოლოგიით დამზადებული  ქლიავის ჩირი ხასიათდება მკაფიო, სასიამოვნო, ტკბილი და მომჟავო არომატით და იწარმოება მხოლოდ საუკეთესო ქართული ქლიავისგან. ჩვენს მიერ უნიკალური მეთოდით დამზადებული ქლიავის ჩირი ინარჩუნებს ცოცხალი ნაყოფის დადებით თვისებებს. ცივი შრობის ტექნოლოგიით დამზადებული ქლიავის ჩირი შეიცავს მანგანუმს და რკინას, რომლებიც წარმოადგენენ  № 1 საკვებს ანტიოქსიდანტების მარაგის თვალსაზრისით. ქლიავის ჩირი მდიდარია ვიტამინით  A.   ჩირი იფუთება კონსერვატის,  გოგირდის დიოქსიდის გარეშე, რომელიც როგორც წესი გამოიყენება ფერისა და არომატის შესანარჩუნებლად დაჩირვის პროცესში. ჩვენი ჯანსაღი ქაშერული საკვები არ შეიცავს გლუტენს.

 

უფრო ვრცლად

ბოსტონის ტუფტსის უნივერსიტეტის (Tufts University in Boston) მკვლევართა მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაასახელა ქლიავის ჩირი როგორც №1 საკვები ანტიოქსიდანტების შემცველობის თვალსაზრისით. ერთი ჭიქა ქლიავის ჩირი უზრუნველყოფს ვიტამინის A რეკომენდებულ დღიურ დოზას, ეს არის ვიტამინი, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი მხედველობისათვის. არ დაგავიწყდეთ ასევე კალიუმის  დღიური საჭირო რაოდენობა, რაც ხელს უწყობს სისხლის წნევის დაწევას და ამცირებს ისეთი პრობლემების განვითარების რისკს, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულის დაავადებები, გულის შეტევა და ინსულტი. ქლიავის ჩირი რკინის დიდი საბადოა, მასში ასევე არსებული ვიტამინები და მინერალები ხელს უწყობენ კანის სიჯანსაღეს. ეს მოკრძალებული ხილი ასევე აჩერებს დაბერების პროცესს და აფერხებს ნაოჭების განვითარებას.

ნაკლებად ვრცლად



Leave a comment