პომიდვრის ჩირი

ჩვენი უნიკალური ცივი შრობის ტექნოლოგიით დამზადებული პომიდვრის ჩირს შენარჩუნებული აქვს პომიდვრის კვებით მახასიათებლები. პომიდორის ჩირი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, A და C ვიტამინებით და შეიცავს მცირე რაოდენობით ნატრიუმს, ცხიმებს და კალორიებს. პომიდვრის საკვები ღირებულება სწრაფად იკლებს მისი მცენარის ღეროდან მოწყვეტის შემდეგ მასში არსებული მაღალი ტენიანობის გამო, თუმცა ცივი დაჩირვა უზრუნველყოფს პომიდვის არომატის შენარჩუნებას. პომიდვრის ჩირის ანტიოქსიდანტური შემადგენლობა ახდენს კიბოს პრევენციას და ამცირებს ასაკთან დაკავშირებული დაავადებების რისკებს, როგორიცაა კატარაქტი და მაკულარული დეგენერაცია.  ჩირი იფუთება კონსერვატის,  გოგირდის დიოქსიდის გარეშე, რომელიც როგორც წესი გამოიყენება ფერისა და არომატის შესანარჩუნებლად დაჩირვის პროცესში. ჩვენი ჯანსაღი ქაშერული საკვები არ შეიცავს გლუტენს.

უფრო ვრცლად

პომიდვრის ჩირში შემავალი ანტიოქსიდანტები იცავს თქვენს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციის გზით და ამცირებს ანთებას. ერთი ჭიქა პომიდვრის ჩირი უზრუნველყოფს ვიტამინი C-ს და ვიტამინი A-ს ყოველდღიური რეკომენდებული დოზის მიწოდებას ორგანიზმისათვის.  ვიტამინი C აძლიერებს იმუნურ  სისტემას და ანეიტრალებს თავისუფალ  რადიკალებს მთელს ორგანიზმში. ვიტამინი A მიეკუთვნება სხვადასხვა ფუნქციის მატარებელი  ნივთიერებების ჯგუფს. როგორც ვიტამინი, იგი აუცილებელია მხედველობისთვის და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ჩვენი პომიდვრის ჩირი კარგია გულისთვის ვინაიდან უზრუნველყოფს კალციუმის და მაგნიუმის რეკომენდებულ ყოველდღიურ მარაგს. გარდა ამისა, კალციუმი ფოსფორთან ერთად ქმნიან ძვლის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ მინერალს.

ნაკლებად ვრცლად



Leave a comment