ჩვენს შესახებ


GEO FRESH

ჩვენთვის საქართველოს მიწისა და წყლის მონაცემები წარმოადგენს სამოთხეს სოფლის მეურნეობის დარგში, ამ მონაცემების საფუძველზე ჩვენ შევძელით მინიმალური ჩარევით მიგვეღო უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. „Geo Fresh“-ი აწარმოებს ლურჯ მოცვს, სატაცურს და ხილისა და ბოსტნეულის ჩირებს. ჩვენი ზუგდიდის პლანტაციის ლურჯი მოცვის მოსავალი 80-100 ტონას შეადგენს. ჩვენ ვაწარმოებთ საუკეთესო ქართული ხილისა და ბოსტნეულის ჩირების ნაირსახეობას. ხილი იზრდება და ჩირდება კონსერვანტების, ქიმიკატებისა, ან დანამატების გარეშე. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ ჯანსაღი პროდუქტები. ჩვენი კონსერვანტებისა და დამატკბობლების გარეშე წარმოებული ჩირები ხასიათდება მკაფიო, არომატული, მომჟავო და ტკბილი გემოთი. ჩვენი კომპანია იყენებს უახლოებს ცივი დაჩირვის  ტექნოლოგიას  ალტერნატიული მეთოდებისგან განსხვავებით, როგორიცაა გაყინვით ან ცხელი წესით დაჩირვა, ჩვენი ტექნოლოგია ინარჩუნებს ფერმენტების, ვიტამინებისა და მინერალური მარილების უმრავლესობას და, რაც მთავარია, ინარჩუნებს ახალი ხილის და ბოსტნეულის არომატსა და ფაქტურას. საწარმოო პროცესში ვინარჩუნებთ როგორც ახალი ხილის და ბოსტნეულის  სასარგებლო თვისებებს, ასევე ჩირის შენახვის ვადას.